კორონავირუსი ბათუმში

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს გამოუვლინდა, სულ 8 შემთხვევაა დადასტურებული

GETTY IMAGES

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა და ამ დროისათვის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 6 კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. ბათუმში სულ 8 დადასტურებული შემთხვევა იყო, თუმცა ავსტრიის ორი მოქალაქე ავსტრიაში გადაიყვანეს. 

"დღეს დღის მანძილზე ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი იყო 4 საეჭვო შემთხვევა კორონავირუსზე და მათ შორის სამი იყო უარყოფითი, ერთი - დადებითი. მას ჰქონდა მოგზაურობის ისტორია, იმყოფებოდა თურქეთში. საზღვრის კვეთის დროს დაუფიქსირდა ტემპერატურა და საზღვრიდან გადაიყვანეს კლინიკაში," - ამბობს მიქელაძე.

მიქელაძის ინფორმაციით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 6-ვე პაციენტის მდგომარეობა არის მსუბუქი. ერთი პაციენტი კი არის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან თანმხლები დაავადებები აქვს.

საქართველოში სულ კორონავირუსის 75 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინში 4 055 ადამიანია. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეული და ბოლნისი მთლიანად მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული. 

კომენტარები