ლუჩია ბოზე

იტალიელი მსახიობი ლუჩია ბოზე კორონავირუსით გარდაიცვალა

Deadline

ესპანეთის ქალაქ საგოვიაში, 89 წლის ასაკში, იტალიელი მსახიობი ლუჩია ბუზე ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა.

50-იან წლებში მსახიობი იტალიური ნეორეალიზმის ვარსკვლავი იყო. კარიერის განამვლობაში მან იმუშავა ისეთი ლეგენდარული რეჟისორებთან, როგორებიც მიქელანჯელო ანტონიონი, ფედერიკო ფელინი, ლუის ბუნუელი, ჟან კოკტო და ლილიანა კავანი არიან. 1947 წელს გახდა "მის იტალიის" გამარჯვებული. 60-იანი წლებიდან ცხოვრობდა ესპანეთში.

25 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 425,625 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გამოჯანმრთელდა 109,162, გარდაიცვალა - 18,937 ადამიანი.

 

 

 

კომენტარები