Oxford: ბრიტანეთში ნახევარზე მეტი, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებულია, იტალიაში მეტი

GETTY IMAGES

ოქსფორდის ინფექციური დაავადების ევოლუციური ეკოლოგიის ჯგუფის კვლევით, დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით (ვირუსით SARS-Cov-2-ით, რაც დაინფიცირების შემთხვეაში იწვევს დაავადებას Covied-19-ს), შესაძლოა, მოსახლეობის ნახევარზე მეტია დაინფიცირებული, იტალიისთვის კი ეს რიცხვი, შესაძლოა, უფრო დიდი იყოს.

ოქსფორდის პროფესორის და ახალი კვლევის ხელმძღვანელის სუნეტრა გუფთას თქმით, თუ ეს შედეგები დადასტურდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ახალი კორონავირუსით დაინფიცრებული 1000 პირიდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაშია საჭირო ჰოსპიტალიზაცია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ დაინფიცირებულთა უმეტესობა ასიმპტომურია ან ძალიან არამწვავე სიმპტომები აქვთ.

"ჩვენ დაუყოვნებლივ გვჭირდება ფართომასშტაბიანი სეროლოგიური კვლევის დაწყება - ანტისხეულზებზე დამყარებული ტესტირება, რათა გავიგოთ, ეპიდემიის რა ეტაპზე ვართ," - განაცხადა მან.

კვლევის მოდელით, ახალმა კორონავირუსმა ბრიტანეთამდე და იტალიამდე, სულ მცირე, ერთი თვით ადრე მიაღწია, მანამ სანამ ქვეყნებში ვირუსის პირველი გარდაცვალება ოფიციალურად აღრიცხეს. 

ოქსფორდის კვლევა დაფუძნებულია ახალი კორონავირუსით "მგრძნობელობის, დაინფიცირების, გამოჯანმრთელების მოდელზე", რაც ემყარება დიდი ბრიტანთის და იტალიის შემთხვევებისა და დაავადებით დაღუპვის ანგარიშებს. 

მაგალითად, კვლევით ვარაუდობენ, რომ ბრიტანეთში პირველ დადასტურებულ სიკვდილამდე (2020 წლის 5 მარტი) ათასობით პირი იქნებოდა დაინფიცირებული. კვლევის მოდელებით ასევე ვარაუდობენ, რომ 19 მარტამდე მოსახლეობის 36-40% ახალი კორონავირუსით უკვე დაინფიცირებული იყო. კვლევის ერთერთი მოდელით, 19 მარტამდე მოსახლეობის 68% ახალი კორონავირუსით იყო დაინფიცირებული.

რაც შეეხება იტალიას, ქვეყანაში 6 მარტამდე მოსახლეობის 60-64% დაინფიცირებული იყო. მაგალითად, ერთერთი მოდელით, თუ გადაცემა სავარაუდოდ პირველ დადასტურებულ სიკვდილამდე 17 დღით ადრე დაიწყო, კვლევით ნიშნავს იმას, რომ 6 მარტამდე მოსახლეობის 80% ახალი კორონავირუსით უკვე დაინფიცირებული იყო.

ახალი მოდელით იკვეთება საზოგადოებრივი იმუნიტეტის ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის მოსაზრება, რომ ვირუსი მაშინ შეწყვეტს გავრცელებას, როდესაც საკმარისი რაოდენობის ადამიანი დაინფიცირდება და ვირუსის წინააღმდეგ საზოგადოებას იმუნიტეტი გამოუმუშავდება. ბრიტანეთის მთავრობის თავდაპირველი სტრატეგიაც სწორედ ეს იყო - მოსახლეობის იმუნიტეტის ამაღლება და რისკჯგუფების დაცვა. თუმცა, სტრატეგია მალევე მიატოვეს, რადგან ჯანდაცვის სისტემა კრიტიკულად დაავადებულ ბევრ პაციენტებს ერთად ვერ უმკურნალებდა და პოლიტიკა ევროპის სხვა ქვეყენბის მსგავსად გაამკაცრეს.

იმ შემთხვევაში, თუ ოქსფორდის კვლევა ტესტირებით დადასტურდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ვირუსის წინააღმდეგ საზოგადოებას უკვე გამომუშავებული აქვს საზოგადოებრივი იმუნური სისტემა ორ თვეზე მეტი ხნის განმვალობაში მისი შეუმჩნეველი გავრცელების გამო.

Financial Times წერს, რომ თუ ეს კვლევა ტესტირებით ნამდვილად დადასტურდება, ქვეყანაში არსებული შეზღუდვები, შესაძლოა, უფრო მალე მოიხსნას.

პროფესორი გუფთას თქმით, კაცობრიობას ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საზოგადოებრივი იმუნიტეტი გამოუმუშავდებოდა

ამის გასაგებად, ოქსფორდის კვლევითი ჯგუფი კემბრიჯისა და კენტის უნივერსტიტეტის მეცნიერებთან ერთად მოსახლეობაში ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტირებას მალე დაიწყებენ. ისინი გამოიყენებენ "ნეიტრალიზაციის ანალიზებს, რაც დამცავი იმუნიტეტის მონაცემების საიმედო აღრიცხვას უზრუნველყოფს".

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ტესტირებებს მიმდინარე კვირის ბოლოდან დაიწყებენ და პირველადი შედეგები რამდენიმე დღეში ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტის ამჟამინდელი მონაცემებით, ბრიტანეთში ახალი ვირუსით დაავადების 8 077 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 422 დაიღუპა. იტალიაში ახალი კორონავირუსი 69 176 პირს დაუდასტურდა, გარდაცვლილია 6 820. მსოფლიოს რაც შეეხება, ახალი კორონავირუსი 423 724 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 18 925 დაიღუპა, 109 172 კი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები