რუსეთი

რუსეთში, კურილის კუნძულებზე, 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, გამოცხადდა ცუნამის საფრთხე

РИА Новости

რუსეთში, კურილის კუნძულებზე, 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. 

მიწისძვრა პეტროპავლოვსკ-კამჩატკიდან 500 კილომეტრში მოხდა. კამჩატკის 4 რეგიონში მოსახლეობამ 5-ბალიანი ბიძგები იგრძნო. მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ ონეკოტანის აღმოსავლეთით, 288 კილომეტრში იყო. 

მაცხოვრებლებს მოუწოდებენ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ხელისუფლების წარმომადგენელთა მითითებებს დაემორჩილონ.  

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

კომენტარები