ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და მის ცოლს კორონავირუსი დაუდგინდათ - ამის შესახებ განცხადება თავად ლორენს ბექოუმ გაავრცელა.
"პირველი სიმპტომები კვირას გამოგვივლინდა - თავიდან ხველა, შემდეგ სიცხე და კუნთების ტკივილი. ორშაბათს ექიმებს დავუკავშირდით. ტესტირება გუშინ გავიკეთეთ და პასუხები რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ", - წერს უნივერსიტეტის პრეზიდენტი.
ბექოუს თქმით, მან არ იცის ვისგან დაინფიცირდნენ ის და მისი ცოლი Covid-19-ით.
"ჩვენ გამოვიყენებთ დროს დასვენისა და ძალების აღდგენისთვის 2-კვირიანი იზოლაციის განმავლობაში. მადლიერი ვარ შესანიშნავი გუნდით და იმით, რომ ბევრი ჩემი კოლეგა მოიქცევა უფრო პასუხისმგებლიანად შემდეგი კვირების განმავლობაში", - წერს ის.
ჰარვარდის უნივერსიტეტი მარტის დასაწყისიდან ონლაინ სწავლების მეთოდზე არის გადასული.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



