კორონავირუსი საქართველოში

რა შემთხვევებშია 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დაშვებული - ჩამონათვალი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ჩამოთვალა შემთხვევები, რა დროსაც დაწესებული შეზღუდვა არ მოქმედებს და დაშვებულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა; 

  • 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო.
  • 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია სამედიცინო, საჯარო, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში.
  • თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობა არ გულისხმობს არც კომენდანტის საათის დაწესებას და არც გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, თუმცა ითვალისწინებს 10 ადამიანზე მეტის შეკრების თავისუფლების შეზღუდვას. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, 21 მარტს მიიღო.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 67 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 9 პირი გამოჯანმრთელდა, მათგან 8-მ უკვე დატოვა კლინიკა.

23 მარტიდან, მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. მოსახლეობას გადაადგილება მხოლოდ საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად შეუძლია. მიზეზი მარნეულში მცხოვრები 60 წელს გადაცილებული ქალია, რომელსაც კორონავირუსი 22 მარტს დაუდასტურდა. ქალმა სარიტუალო ღონისძიებაში [როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი - წლისთავი] მიიღო მონაწილეობა, სადაც ბოლნისიდან ჩასული ადამიანებიც მონაწილეობდნენ. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოვლენილია მისი 90-ზე მეტი კონტაქტი, თუმცა, "რაოდენობა კიდევ უფრო მეტია". ინფიცირებულის კონტაქტების სავარაუდო კონტაქტები კი, ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, 1700-ს აღწევს.

კომენტარები