საია

საია: ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დროებით შეზღუდოს საჯარო კოლექტიური ღვთისმსახურებების უფლება

ნეტგაზეთი

არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, დროებით შეზღუდოს საჯარო კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიური რიტუალების შესრულებისა და მასში მონაწილეობის უფლება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს სათანადო სამართლებრივი მექანიზმები და თავიდან აირიდოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წინაშე მდგარი უკიდურესად მაღალი რისკები.

"საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობების დაცვით და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნით, დროებით შეზღუდოს საჯარო კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიური რიტუალების შესრულებისა და მასში მონაწილეობის უფლება ნებისმიერი რელიგიისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირის მიმართ. 

იმისათვის, რომ რელიგიისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვა აკმაყოფილებდეს შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ მიღებული ზომები და გატარებული ღონისძიებები გათვალისწინებული იყოს კანონით, ემსახურებოდეს სხვების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზნებს და აკმაყოფილებდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ კრიტერიუმებს," - წერია განცხადებაში. 

კომენტარები