კორონავირუსი: H&M-მა დიდ ბრიტანეთში ყველა მაღაზია ორი კვირით დახურა

Financial Times

შვედურმა სწრაფი მოდის ბრენდმა H&M-მა, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დიდ ბრიტანეთში ყველა მაღაზია ორი კვირით დახურა.

კომპანიამ გარდა დიდი ბრიტანეთისა, მაღაზიები ასევე დახურა გერმანიაში, ამერიკაში, კანადაში, პორტუგალიასა და ბელგიაში.

"გადაწყვეტილებას შემდეგი ნაბიჯების შესახებ იმის მიხედვით მივიღებთ, რა იქნება დიდი ბრიტანეთის მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები", - წერია კომპანიის განცხადებაში.

H&M-ს ყველაზე მეტი მაღაზია გერმანიაში აქვს გახსნილი. მეორე ადგილზე მაღაზიების რაოდენობის მხრივ ამერიკაა, მესამეზე კი დიდი ბრიტანეთი.

23 მარტის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 5 683 შემთხვევა არის დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულია 135 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია - 289.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 353 243 ადამიანი არის დაინფიცირებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 100 605 შეადგინა, ხოლო გარდაიცვალა 15 408 ადამიანი.

კომენტარები