უბედური შემთხვევა მესტიაში

მესტიაში 13 წლის მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად გარდაიცვალა

flickr

მესტიაში, ლატალის თემში 13 წლის მოზარდი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს იარაღი თავად გაუვარდა.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

კომენტარები