ტაიკა ვაიტიტი

ტაიკა ვაიტიტი კორონავირუსს დაემუქრა

Movies.ie

ოსკაროსანი რეჟისორი და მსახიობი ტაიკა ვაიტიტი ახალ კორონავირუსს ღიად დაუპირისპიდა. Jojo Rabbit-ის ავტორმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც დაავადებას დაემუქრა.

"ჩვენს გასანადგურებლად მოდიხარ კოვიდ? გინდ დაიჯერე, გინდ - არა, ჩვენ მოვდივართ შენს გასანადგურებლად. ფრთხილად იყავი, ზურგი დაიბანე(ვაიტიტი ორი ფრაზით watch your back და wash your back თამაშობს), თავს გაუფრთხილდი, ზურგი დაიბ... შენს გამო სულ ზურგს ვიბანთ, ხელებს ვიბანთ, ყველაფერს ვიბანთ, დაიბანე ის, დაიბანე ეს, ყელში ამოვიდა ეს დაბანა, შენ კი გაგიმეორებ: ფრთხილად იყავი,"-ამბობს მიმართვაში მსახიობი.

ახალზელანდიელი რეჟისორი კორონავირუსის ამბებს სოციალურ ქსელებში აქტიურად ეხმიანება. მან თვითიზოლაციაში უსაქმურად ყოფნასა და ტუალეტის ქაღალდის პანიკურ მომარაგებას იუმორისტული პოსტები მიუძღვნა:

"მშვენიერი შესაძლებლობაა მოტივაციისთვის, ვარჯიშისთვის და დიდი ცვლილებებისთვის. სამწუხაროდ ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე ამ ყველაფრის მერე Wall-E-ის პერსონაჟებს დავემსგავსებით"

"ჩვენ ამას ვაკონტროლებთ"

ამ დროისთვის ვაიტიტი ახალ კომედიაზე Next Goal Wins მუშაობს. შემდეგი პროექტია მარველის კინოსამყაროს კიდევ ერთი ფილმი - Thor:Love and Thunder.  

კომენტარები