ტიკარაძე: სწრაფი ტესტები, რომლებიც ხვალიდან გვექნება, დაავადებას ავლენს პირველივე დღიდან

თქვენთვის ცნობილია, რომ დღესდღეობით ჩვენს ხელთ არსებული ტესტები ავლენს დაავადებას, დაავადების სიმპტომის გამოვლენიდან ან დავადების მერვე დღიდან, აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის, რომ პაციენტს ჩაუტარდეს კვლევა პირველივე დღეს. ტესტები, რომლებიც ხვალიდან იქნება საქართველოში, არის ის ტესტები, რომლებიც დაავადების გამოვლენას მოახდენს პირველი დღიდან.

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკა ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, 24 მარტს საქართველოშ სწრაფ ტესტებს შემოიტანენ, 25 მარტიდან კი ე.წ აგრესიული ტესტირება დაიწყება.

კომენტარები