კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ყველამ დავაფასოთ ის, რაც ბევრ ეკლესიაში მოხდა - ასე იქმნება სახელმწიფოები

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საგანგებო პრესკონფერენციაზე ეკლესიებში წირვების ჩატარებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მრევლის თავშეყრა ხელს შეუშლის, რომ ქვეყანა უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს გამოწვევას, თუმცა დასაფასებელია, რაც დღეს ეკლესიებში ხდებოდა.

"რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუშლის იმას, რომ ჩვენ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. ეს გასაგებია, ჩვეულებრივი, მარტივი თემაა, რომ ეს ხელს შეუშლის.

მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, შევამჩნიო და ყველამ დავაფასოთ ის, რაც ბევრ ეკლესიაში მოხდა, რაც ბევრმა მამაომ გააკეთა. მე მესმის, რამხელა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო, როდესაც მრევლს სთხოვ ეკლესიის გარეთ და გარკვეული დისტანცია დაიცვან. მე ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ - ასე იქმნება სახელმწიფოები, ასე ყვალიბდებით ჩვენ როგორც წარმატებული სახელმწიფო." - ამბობს პრემიერმინისტრი.

21 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის თანახმად, აიკრძალა 10-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი თავყრილობები. ამისდა მიუხედავად 22 მარტს ეკლესიებში წირვები მაინც მიმდინარეობდა.

კომენტარები