კორონავირუსი საქართველოში

ჯაღმაიძე: ვერ ვიტყვით, რომ ჩინეთში, ირანში, კოვზით გავრცელდა ვირუსი, დაველოდოთ განვითარებას

ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ან ჩინეთში, ან ირანში, ან იტალიაში სწორედ კოვზი გახდა ვირუსის გავრცელების მიზეზი. ამიტომ დაველოდოთ, ვითარება როგორ განვითარდება, შევხედოთ და ეპისკოპოსები იმსჯელებენ კვლავ. ჯერჯერობით სიტუაციიდან გამომდინარე ეკლესია ითვალისწინებს ყველა რეკომენდაციას და ადეკვატურად რეაგირებს.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი მას შემდეგ, რაც სინოდმა გადაწყვიტა, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკების მიუხედავად, არც ღვითისმსახურება შეაჩეროს ტაძრებში და არც ერთი კოვზის გამოყენებით ზიარების წესი შეცვალოს.

კომენტარები