ესპანეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 1000-ს გადასცდა

unian

ესპანეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1,002-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ვირუსით 171 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვინდა ინფიცირების 1,903 ახალი შემთხვევა, ჯამში კი ესპანეთში ვირუსით 19,980 ადამიანი დაავადდა.

ჩინეთსა და იტალიას შემდეგ, COVID-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ ესპანეთში აღირიცხა.

20 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა 252,731 პირი, აქედან 89,056 გამოჯანმრთელდა, ხოლო 10,405 ადამიანი გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვვა, სულ დადასტურებულია - 43. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მთავრობის ვებგვერდზე - Stopgov.ge.

კომენტარები