კალაძე: ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, თუ საჭირო გახდა, მეტრო და ავტობუსიც გაჩერდება

მეტროს და ავტობუსის მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის, თუმცა, იცით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს სრული ინფორმაცია და ვაკვირდებით მდგომარეობას, პულსზე გვიდევს ხელი. თუ ამის საჭიროება იქნება, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გაჩერდება.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება. შეზღუდვა არ შეეხება სასურსათო მაღაზიებს, სააფთიაქო, ბენზინგასამართ, საფოსტო ქსელს, ასევე საბანკო დაწესებულებებს. 18 მარტიდან შეჩერდა ყვითელი სამარშრუტო ტაქსების მუშაობა.

კომენტარები