დიდი შვიდეულის სამიტი

კორონავირუსის გამო დონალდ ტრამპმა კემპ დევიდში დაგეგმილი დიდი შვიდეულის სამიტი გადადო

Vox

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კემპ დევიდში ივნისში დაგეგმილი დიდი შვიდეულის სამიტი გადადო. სანაცვლოდ, ლიდერები ვიდეო კონფერენციას გამართავენ.

"იმისათვის, რომ ყველა ქვეყანამ მთელი რესურსების მობილიზება ჯანდაცვისა და ეკონომიკის კრიზისთან საბრძოლველად მოახდინოს, იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რაც COVID-19მა წარმოშვა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით ეროვნული ეკონომიკის საბჭოს დირექტორმა და 2020 წლის სამიტის ემისარმა ლარი კუდლოუმ მის კოლეგებს გადასცა, რომ დიდი შვიდეულის სამიტი, რომელიც ივნისში აშშ-ში, კემპ დევიდში უნდა ჩატარებულიყო, ვიდეო კონფერენციის სახეს მიიღებს. თეთრმა სახლმა ასევე აცნობა დიდი შვიდეული წევრებს, რომ მჭიდრო თანამშრომლობის შესანარჩუნებლად პრეზიდენტი ლიდერებთან ვიდეო კონფერენციებს აპრილსა და მაისშიც გამართავს." თქვა თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ.

ტრამპა უკვე გამართა დიდი შვიდეულის ლიდერებთან ვიდეო კონფერენცია 16 მარტს, რომლის დროსაც ისინი შეთანხმდნენ, რომ პანდემიასთან ბრძოლის მეთოდებზე ითანამშრომლებენ.

"ჩვენ ერთად ვიმოქმედებთ, რათა გადავჭრათ ჯანდაცვისა და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც COVID-19-ის პანდემიამ წარმოშვა და შევქმნათ საფუძველი ეკონომიკური ზრდის და კეთილდღეობის აღსადგენად." ნათქვამია ვიდეო კონფერენციის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.

ახალი კორონავირუსი დიდ შვიდეულში შემავალ ყველა ქვეყანაშია დაფიქსირებული. აშშ-ში ამ დროისათვის გამოვლენილია 14,366 შემთხვევა, დაიღუპა 217 ადამიანი. კანადაში 873 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 22 ადამიანი. აშშ-მა და კანადამ უკვე შეზღუდეს მიმოსვლა. აშშ-მა ევროპის ქვეყნებთან მიმოსვლა დროებით შეაჩერა. ყველაზე რთული ვითარება ამ დროისათვის იტალიაშია, სადაც კორონავირუსის 41,035 შემთხვევაა გამოვლენილი. დაიღუპა 3,405 ადამიანი. ამ მაჩვენებლით იტალიამ ჩინეთს გადაასწრო, სადაც ვირუსი პირველად გამოვლინდა. საფრანგეთში დაავადების 10,995 შემთხვევაა, დაიღუპა 372 ადამიანი, დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა 3,269 შემთხვევა, დაიღუპა 144. გერმანიაში 15,343 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 44 ადამიანი. იაპონიაში, რომელიც ჩინეთის შემდეგ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც დაავადება გავრცელდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ სულ 963-ს მიაღწია, დაიღუპა 33 ადამიანი.

კომენტარები