ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 6.89 თეთრით გაუფასურდა, კურსი 3.08-ზე ავიდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 17 მარტის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან კვლავ გაუფასურდა.

დოლართან მიმართებით გაუფასურებამ 6.89 თეთრი შეადგინა, ხოლო ევროსთან - 2.90 თეთრი.

ამგვარად, ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.0807 ლარი იქნება, ერთი ევროსი კი - 3.3974 ლარი.

ბოლო ათ დღეში ლარი დოლართან მიმართებით დაახლოებით 30 თეთრით, ხოლო ევროსთან - 25 თეთრით გაუფასურდა.

როგორც ეროვნულ ბანკში ამბობენ გაუფასურების მთავარი მიზეზი, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობაა, რომელიც "მოლოდინების არხით გადაეცემა ფინანსურ ბაზრებს და, მათ შორის, სავალუტო კურსს, რისი შედეგიც, გამყარების ერთთვიანი პერიოდის შემდეგ, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა".

კომენტარები