პროდუქტების მარაგი

კაკულია ბიზნესს: შეიძლება დააწესოთ შიდა კონტროლი, არ არის საჭირო 25 ყუთი წიწიბურას გაყიდვა

ეს არის ძალიან პატარა ქვეყანა, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ყველა სუპერმარკეტის მფლობელი იციან ადამიანებმა, ყველა აფთიაქი ვის ეკუთვნის, ყველა ის დაწესებულება, სადაც პირველადი მოხმარების საგნების გაყიდვა ხდება. ეს ყველაფერი შეიძლება საკანონმდებლო დონეზეც დარეგულირდეს, მაგრამ ახლა არის დღეების ამბავი, ამიტომ პასუხისმგებლიანი მიდგომა მინდა ვთხოვო ყველა ბიზნესმენს, რომ გარკვეული მარაგების რეალიზებაში შეიძლება დაწესდეს შიდა კონტროლი. მაგალითად, ადამიანი, რომელიც ყიდულობს წიწიბურას, არ არის აუცილებელი 25 კოლოფი ერთიანად შეიძინოს და ეს შეზღუდვა შეიძლება მან თვითონვე გააკეთოს.

უმრავლესობის წევრი რონამ კაკულია მიმართავს ბიზნესმენებს პროდუქტების მარაგის გადანაწილებასთან დაკავშირებით.

კომენტარები