ტორპედო: მზად ვართ კლუბის საწვრთნელი ბაზა საკარანტინო ზონად მოვაწყოთ

facebook.com/FCTorpedoKutaisi

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის ტორპედო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსის გამო ვარჯიშები აღარ ჩატარდება. 

მათივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში საწვრთნელი ბაზა საკარანტინო ზონად მოეწყობა. 

"ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვგრძნობთ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ვითვასლიწინებთ რეკომენდაციებს. რისკების თავიდან არიდების მიზნით როგორც მთავარი, ისე ასაკობრივი გუნდები გარკვეული დროით წყვეტენ ვარჯიშს. ამასთანავე, მზად ვართ, კლუბის საწვრთნელი ბაზა საკარანტინო ზონად მოვაწყოთ," - წერია განცხადებაში. 

კომენტარები