აშშ-ში Covid 19-ის 1-ლი სატესტო ვაქცინის გამოცდა დაიწყო, თუ გაამართლა, 12-18 თვეში გავრცელდება

AP

აშშ-ში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყო. ექსპერიმენტული ვაქცინა პირველ მოხალისეს უკვე გაუკეთდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press [AP] ავრცელებს.

კორონავირუსზე "პოტენციური" ვაქცინის გამოცდა სიეტლში, ვაშინგტონის შტატის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მიმდინარეობს. COVID-19-ის "სატესტო" ვაქცინა ჯანმრთელ მოხალისეებს გაუკეთდებათ.

"ეს საუკეთესო შესაძლებლობაა ჩემთვის, რომ რაიმე ვიღონო [კორონავირუსის წინააღმდეგ]", - ამბობს სატესტო ვაქცინაციის მოლოდინში, 43 წლის ერთ-ერთი მოხალისე.

აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლის თმით, თუ ეს სამეცნიერო კვლევა წარმატებით ჩაივლის, ვაქცინის ფართოდ გავრცელებას 12-დან 18 თვემდე მაინც დასჭირდება, -"ვაქცინის შექმნა გადაუდებელი პრიორიტეტია".

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მეცნიერთა ათობით ჯგუფი მუშაობს, სხვადასხვა ტიპის ვაქცინის შესაქმნელად.

ვირუსი სახელად COVID-19 მსოფლიოში კვლავ სწრაფად ვრცელდება. ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიო მასშტაბით 180 ათასამდე ადამიანია დაინფიცირებული, აქედან 78,292 გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა - 7,074.

კომენტარები