სომეხთა სამოციქულო ეკლესია

სომეხთა სამოციქულო ეკლესია ლიტურგიას მორწმუნეთა მონაწილეობის გარეშე აღასრულებს

გარეგინ II

ყოველთა სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებულმა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ყოველთა სომეხთა პატრიარქ-კათალიკოსი გარეგინ II, მიიღო გადაწყვეტილება ტაძარში ლიტურგიები აღსრულდეს ერისკაცთა მონაწილეობის გარეშე.

სომხეთის მთავრობამ ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად ქვეყანაში 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სპეციალურ ზომებში შედის მოსახლეობისათვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა. სომხეთში არ შეუშვებენ იმ ქვეყნებიდან მომავალ პირებსაც, სადაც ეპიდემია მძვინვარებს.

საგანგებო ზომები ძალაში 16 მარტიდან შევა და 16 აპრილამდე იმოქმედებს.

ამ პერიოდში აკრძალული იქნება საჯარო გამოსვლები, გაფიცვები, საჯარო ღონისძიებები, მათ შორის რელიგიური ცერემონიები, კონცერტები, გამოფენები, სპორტული და გასართობი ღონისძიებები. კანონის მიხედვით საჯარო შეკრებად ითვლება 20 და მეტი ადამიანის თავყრილობა.

კომენტარები