იტალიელი არქიტექტორი ვიტორიო გრეგოტი კორონავირუსით გარდაიცვალა

Il Fatto Quotidiano

92 წლის ასაკში, იტალიელი არქიტექტორი ვიტორიო გრეგოტი მილანის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონავირუსი სახელდება.

გრეგოტი იტალიური ნეორაციონალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი ნამუშევრები ევროპის სხვადასხვა ქალაქებში გვხვდება: მილანი - რაიონ ბიკოკას განვითარების გეგმა, არჩიმბოლდის თეატრი, ექს-ან პროვანსის თეატრი. ლისაბონი - ბელემის კულტურული ცენტრი. ბარსელონა - ოლიმპიური სტადიონი. შანხაი - პუიანგის დასახლება. გრეგოტის უკანასკნელი ნამუშევარი - ლეოპოლდის თეატრის შენობა, იტალიის ქალაქ ფოლონიკეში 2012 წელს აღიმართა.

იტალიაში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 24,747 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 2,335. გარდაიცვალა 1,809 ადამიანი.

იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, დაღუპულთა საშუალო ასაკი 81 წელია. მათივე ინფორმაციით, უმრავლესობას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

 

კომენტარები