არიანა გრანდე და ტეილორ სვიფტი

ტეილორ სვიფტმა და არიანა გრანდემ ფანებს მოუწოდეს, ახალ კორონავირუსს სერიოზულად მოეკიდონ

Seventeen Magazine

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მომღერლებმა ტეილორ სვიფტმა და არიანა გრანდემ ფანებს მოუწოდეს, რომ დაავადებას სერიოზულად მოეკიდონ და არა მხოლოდ საკუთარ, არამედ გარშემომყოფთა ჯანმრთელობაზე იზრუნონ. 

"ონლაინ სივრცეში გხედავთ ხოლმე და ძალიან მიყვარხართ, ამიტომ უნდა გავაზიარო საკუთარი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაცია საკმარისად სერიოზულად არ აღიქმება. ვხედავ, რომ წვეულებები, შეხვედრები და შეკრებები ჯერ კიდევ ჩვეულებრივად ტარდება. ეს ის დროა, როდესაც გეგმები უნდა გააუქმოთ და თვითიზოლირდეთ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. არ იფიქროთ, რომ რადგან სიმპტომები არ გაქვთ, ინფექციის მატარებლები არ ხართ და სხვას ვერ გადასდებთ რამეს. ძალიან საშიში დროა და ახლა სოციალური ცხოვრება შეგნებულად უნდა დავთმოთ." ეწერა სვიფტს ინსტაგრამზე. 

მოწოდებას შეუერთდა არიანა გრანდეც, რომელმაც თავის ტვიტერზე დაწერა:

"გასაკვირად ბევრი ადამიანისგან მესმის, რომ "ყველაფერი კარგადაა", "არაფერი განსაკუთრებული", "საკუთარ ცხოვრებას უნდა მივხედოთ" და შეძრწუნებული ვარ.

ასეთი დამოკიდებულება რამდენიმე კვირის წინ გასაგები იქნებოდა, მაგრამ გთხოვთ წაიკითხეთ რა ხდება გარშემო. თავს ნუ იბრმავებთ!

ასეთი დამოკიდებულება ძალიან ეგოისტური და საშიშია. "კარგად ვიქნებით იმიტომ, რომ ახალგაზრდები ვართ" დიდ საფრთხეს უქმნის მათ ვინც არც ახალგაზრდაა და არც ჯანმრთელი. შეწყვიტეთ, ახლავე! თქვენი სიტყვები სულელურად და პრივილეგირებულად ჟღერს და სხვებზე მეტად უნდა ზრუნავდეთ. 

კომენტარები