ზიარების წესი

მამა იოანე: უკვე ითქვა, რომ არ შეიცვლება ერთი კოვზით ზიარების წესი, საუკუნოვანი ტრადიციაა

საპატრიარქომ გაავრცელა წერილი, მოუწოდა დედა ეკლესიამ მის შვილებს, რომ დაიცვას ექიმების ყველა რეკომენდაცია, დაიცვან უსაფრთხოება და ასევე მოუწოდა, რომ 12 საათისთვის ყველა მოქმედ ეკლესიაში დაირეკოს ზარები და უნდა ითქვას სამი ლოცვა. ასევე რეკომენდაცია აქვთ ასეთი, რომ ყველამ ყოველ დილით დალიოს ნაკურთხი წყალი და ასხუროს, ასევე მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ საზღვარგარეთ ვიზიტებისგან, თუნდაც ეს მომცველობის სახის იყოს.

ზიარების წესზე, უკვე ითქვა, რომ არ შეიცვლება ერთი კოვზით ზიარების წესი, რადგან ეს არის საუკუნოვანი ტრადიცია, მხოლოდ შეიცვლება ის, რომ ზიარების შემდგომ "სიტკბოების" მიღებისას ერთჯერადი ან საკუთარი ჭიქებით დალევენ. 

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას, კორონავირუსის გავრცელების გამო ზიარების წესის შესაძლო შეცვლაზე.

კომენტარები