ლარის გაუფასურება

გახარია ლარის კურსზე: დარწმუნებული ვარ, დაუბრუნდება საბალანსო ნიშნულს

რა თქმა უნდა, ეს არის ბოლო გამოწვევებზე, პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაქცია. ეს არის რეაქცია, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად წყნარად, მშვიდად უნდა გადავიტანოთ. ამისთვის ჩვენ დღეს გვექნება საუბარი ეროვნულ ბანკთან და საფინანსო სექტორთან. იმ ღონისძიებებთან, რომლებიც ჩვენ ახლა ჩამოვთვალეთ, ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ ლარის კურსთან გამკლავებაშიც ეკონომიკის ზრდის სტიმულირება. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ლარის კურსი საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება.

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას.

კომენტარები