თრეილერი

სტუდია Pixar-ის ახალი ანიმაციის - Soul თრეილერი გამოვიდა

IndieWire

სტუდია Pixar-მა ახალი ანიმაციის - Soul თრეილერი გამოაქვეყნა.

სიუჟეტის ცენტრში მუსიკის მასწავლებელი, ჯაზის დიდი მოყვარული ჯო გარდნერია. უბედური შემთხვევის შემდეგ მთავარი გმირი სულების სამყაროში ხვდება, სადაც ახალგაზრდა სულს, სახელად 22 უმეგობრდება.

მთავარ პერსონაჟებს ჰოლივუდის ვარსკვლავები ჯეიმი ფოქსი და ტინა ფეი ახმოვანებენ. 

ანიმაციის პრემიერა 2020 წლის ივნისშია დაგეგმილი.

 

კომენტარები