საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება

კორონავირუსის გამო, 14 მარტს დაგეგმილი საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

მათ, ვისაც შეძენილი აქვთ მატჩზე დასასწრები ბილეთი, თანხის დასაბრუნებლად TKT.GE-ს უნდა მიმართონ.

"ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე.

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შქემნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის #რაგბიჩვენითამაშია", - წერია განცხადებაში.

კომენტარები