ლარის გაუფასურება

ლარი გაუფასურებას განაგრძობს - დოლარი ₾2.88 ღირს

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 11 მარტის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან კვლავ გაუფასურდა.

დოლართან მიმართებით გაუფასურებამ 3.28 თეთრი შეადგინა, ხოლო ევროსთან - 3.17 თეთრი.

ამგვარად, ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარი 2.8791 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი - 3.2591 ლარი.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

გასული კვირების მანძილზე ლარის ღირებულება დოლართან მიმართებით იზრდებოდა და 2019 წლის ივნისის შემდეგ ეროვნული ვალუტა ყველაზე მეტად იყო გამყარებული. თუმცა ბოლო დღეებში ლარი კვლავ გაუფასურებას განაგრძობს.

კომენტარები