კორონავირუსი საქართველოში

ტაბულას რედაქცია დისტანციურ მუშაობაზე გადადის

ტაბულა

საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც სრულფასოვან ფუნქციონირებას ხელს არ უშლის, ტაბულას რედაქცია დისტანციურ მუშაობაზე გადადის.

ჩვენი გადაწყვეტილების მიზანია დავიცვათ თანამშრომლები არასაჭირო კონტაქტებისგან - როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისე საოფისე სივრცეში.

გადაწყვეტილების მიღება გაგვიიოლა ონლაინ მედიის თავისებურებამ, რომელიც დისტანციურად მუშაობის საშუალებას იძლევა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არცერთ თანამშრომელს არ აქვს ახალი კორონავირუსი, არც კონტაქტი ჰქონია დაინფიცირებულთან და არც ეჭვი არსებობს, რომ რომელიმეს ტესტის ჩატარება სჭირდება.

კომენტარები