კორონავირუსის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყველა ჩემპიონატს აჩერებს

gff.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსის გამო ყველა ჩემპიონატს 1 აპრილამდე აჩერებს. ამის შესახებ ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. 

"მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების 1 აპრილამდე შეჩერების თაობაზე. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა," - წერია განცხადებაში. 

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

კომენტარები