კონფერენცია "ბიზნესი კორონავირუსის პირობებში" კორონავირუსის გამო გაუქმდა

bloomberg

საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პირობებში ბიზნესის წარმოებას ეხებოდა, კორონავირუსის საფრთხის გამო გაუქმდა.

კონფერენცია ნიუ იორკში 11 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით უნდა გამართულიყო. ღონისძიების შეწყვეტის არჩატარების გადაწყვეტილება აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა საბჭომ მიიღო.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის საფრთხის გამო გაუქმდა სხვა არაერთი კონფერენცია თუ პროგრამა.

ქვეყანაში დღეის, 11 მარტის მდგომარეობით, 1026 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 32 გარდაიცვალა.

მსოფლიოში კორონავირუსი 119 292 ადამიანს დაუდგინდა, მათგან 4 300 დაიღუპა.

კომენტარები