ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან ხუთი თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 10 მარტის სავალუტო აუქციონის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კვლავ გაუფასურდა.

დოლართან გაუფასურებამ 5 თეთრი შეადგინა, ხოლო ევროსთან - 3.43 თეთრი.

ამგვარად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.8463 ლარი გახდა, როცა აქამდე მოქმედი კურსით დოლარი 2.7963 ლარი ღირდა.

ევროს ღირებულება 3.2274 ლარი იქნება.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასა და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

კომენტარები