Led Zeppelin

ლედ ზეპელინს სიმღერა STAIRWAY TO HEAVEN არ მოუპარავს - სასამართლოს გადაწყვეტილება

Led Zeppelin

ლედ ზეპელინმა სიმღერა Stairway to Heaven-ის უფლებების საქმე მოიგო - სან ფრანციკოს სასამართლომ ამის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა.

სხდომა ორშაბათს ჩატარდა. 11 ნაფიცი მსაჯულიდან ცხრამ ლედ ზეპელინის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი, ორმა კი თქვა, რომ მათ სიმღერა მოიპარეს.

როკის ბრიტანელი ლეგენდები 2014 წელს დაადანაშაულეს, რომ მათი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა ჯგუფ Taurus-ის Spirit-დან იყო მოპარული.

Taurus-მა სიმღერა 1968 წელს დაწერა, 3 წლით ადრე Stairway to Heaven-ის შექმნამდე.

ლედ ზეპელინის ფრონტმენს რობერტ პლანტს და გიტარისტს ჯიმი პეიჯს, რამდენიმე მილიონის გადახდა მოუწევდათ, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო საპირისპიროს დაამტკიცებდა.

კომენტარები