მაქს ფონ სიდოუ

მსახიობი მაქს ფონ სიდოუ 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

Washington Post

პროვანსში, საფრანგეთში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი მაქს ფონ სიდოუ. ეს ინფორმაცია ფრანგულ გამოცემას Paris Match მსახიობის ცოლმა, დოკუმენტალისტმა და პროდიუსერმა, კატრინ ბრელემ შეატყობინა.

"უდიდესი წუხილითა და სევდით გვინდა ვთქვათ, რომ მაქს ფონ სიდოუ 2020 წლის 8 მარტს გარდაიცვალა" თქვა ბრელემ.

მაქს ფონ სიდოუ 1929 წელს შვედეთში დაიბადა. 1955 წელს ქალაქ მალმეში მან დიდი რეჟისორი ინგმარ ბერგმანი გაიცნო. მათ პირველ საერთო პროექტად ფილმი The Seventh Seal იქცა. ამის შემდეგ, რეჟისორსა და მსახიობს არაერთხელ უთანამშრომლიათ. 

1970-იან წლებში სიდოუ იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მარჩელო მასტროიანი გაიცნო და ბევრ იტალიურ პროექტში ითამაშა. 

მსახიობმა მთლიანობაში 150-ზე მეტ სერიალსა და ფილმში მიიღო მონაწილეობა. ასევე, ის გამოჩნდა სერიალში Game Of Thrones. 

კომენტარები