ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 2.15 თეთრით, ევროსთან 5.45 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 9 მარტის სავალუტო აუქციონის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან გაუფასურდა.

დოლართან გაუფასურებამ 2.15 თეთრი შეადგინა, ევროსთან კი - 5.45 თეთრი.

ამგვარად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.7963 ლარი იქნება, ხოლო ერთი ევროსი - 3.1931 ლარი.

კორონავირუსისა და ეროვნული ბანკის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე ლარს ბოლო კვირების მანძილზე გამყარების ტენდენცია ჰქონდა და დოლართან მიმართებით 2019 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მყარი იყო.

იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შერბილებას გადაწყვეტს, სავარაუდოა, რომ ამას ეროვნული ვალუტის კურსზე უარყოფითი გავლენა ექნება.

კომენტარები