ჯარედ ლეტო

ჯარედ ლეტო კლდეზე ცოცვის დროს კინაღამ დაიღუპა

ტაბულა

მომღერლმა და მსახიობმა ჯარედ ლეტომ ინსტაგრამზე დაწერა, რომ რედ როკის კანიონში, კლდეზე ცოცვის დროს, კინაღამ გადმოვარდა და დაიღუპა. 

"გაბუქება არ მინდა, მაგრამ დღეს კინაღამ დავიღუპე. ზემოთ ავიხედე და დავინახე, რომ თოკი თითქმის გამწყდარი იყო იმ დროს, როდესაც მიწისგან 600 ფუტის(დაახლოებით 182 მეტრი) დაშორებით ჰაერში ვეკიდე. შიშზე მეტად უცნაური მელანქოლია დამეუფლა. შემდეგ ეს შეგრძნება ადრენალინმა ჩაანაცვლა და კლდეზეც ავცოცდი."

ჯარედ ლეტო კლდეზე გამოცდილ სპორტსმენთან ლექს ჰონოლდთან ერთად მიცოცავდა. ლეტოს თქმით მათ გზა სიამოვნებით გააგრძელეს და ყველაფერი კარგად დასრულდა. 

კომენტარები