კილაძე: ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, აქტუალური იყოს ვითომ პოლიტპატიმრების თემა

ადგილი აქვს ძალიან ბევრ სპეკულაციას და იმასაც რომ ოპოზიცია მუდმივად ცდილობს რომ აქტუალური იყოს ვითომ პოლიტპატიმრების თემა. ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ის ადამიანები ვინც დააკავეს, ძირითადად იმ შემთხვევაში როდესაც მათ უკვე მისჯილი აქვთ სასამართლოს მიერ კონკრეტული განაჩენი. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანებთან დაკავშირებით სასამართლომ თქვა რომ საქმე გვაქვს კრიმინალებთან. საუბარი იყო იმაზე რომ გარკვეულწილად, არჩევნებამდე არ მოხდეს იმ ადამიანების დაკავება, ან სხვაგვარი სისხლის სამართლებრივი დევნა, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულები არიან პოლიტიკასთან.

უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები 8 მარტს შეთანხმებით დასრულდა. შეხვედრაზე სახელისუფლებო და ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი მიიღეს, რომლის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 120/30-ზე განაწილებით ჩატარდება. საარჩევნო სისტემის პროპორციულთან დაახლოების გარდა, ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო, რაზეც, ოპოზიციური ლიდერების თქმით, შეთანხმება ასევე მიღწეულია.

კომენტარები