კრისტიან ბეილი

კრისტიან ბეილი ფილმში Thor: Love and Thunder მთავარი ბოროტმოქმედის როლს შეასრულებს

Highsnobiety

ტესა ტომპსონმა გამოცემასთან ET ინტერვიუში დაადასტურა, რომ კრისტიან ბეილი ფილმში THOR: Love and Thunder მთავარი ბოროტმოქმედის როლს შეასრულებს. მსახიობს არ უთქვამს ზუსტად, რომელი ბოროტმოქმედის როლში გამოჩნდება ბეილი, თუმცა აღნიშნა, რომ ტაიკა ვაიტიტიმ მაყურებელს ძალიან საინტერესო სცენარი მოუმზადა. 

ფანების თეორიების მიხედვით, ბეილიმ შესაძლოა შეასრულოს შემდეგი ბოროტმოქმედებიდან ერთ-ერთი: კულ ბორსონი - ოდინის ძმა და შიშის ღმერთი, მაგოგი - უძველესი ურჩხული, რომელმაც დაიფიცა, რომ ასგარდს გაანადგურებს, გალაქტუსი - პლანეტების შთანთქმელი, გორი - ღმერთების მკვლელი, დარიო აგერი - მინოტავრი. 

ფილმის სიუჟეტს კომპანია მარველი ჯერ-ჯერობით არ ამხელს, თუმცა ცნობილია, რომ ნატალი პორტმანი ქალი თორის როლს შეასრულებს. 

კომენტარები