ქრთამის აღება

სუს-ი: ქრთამის აღებისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დავაკავეთ

huffingtonpost

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სოფელ ჯანდარის ადმინისტრაციულ ერთეულში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი, ა.მ. დააკავეს.  

სუს-ის ინფორმაციით, ა.მ-მ თურქეთის მოქალაქეებს სახელწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ერთი წლით ვადით სარგებლობაში გადაცემისა და სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ 30 000 ლარი გამოართვა.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით ტავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები