ჯეიმს ფრანკო

ჯეიმს ფრანკოს აზრით ყოფილი სტუდენტები, რომლებიც მას უჩივიან კამპანიას #MeToo შეურაცხყოფენ

Variety

ჯეიმს ფრანკოს, რომელსაც სამსახიობო ოსტატობის სკოლა ჰქონდა გახსნილი, ყოფილი სტუდენტები სექსუალური ექსპლუატაციისთვის უჩივიან. მათი თქმით ფრანკო და მისი მეგობრები, მათ სექსუალური ხასიათის ვიდეოების გადაღებას და სხვა შეუსაბამო დავალებების შესრულებას აძალებდნენ. 

ამჯერად  სასამართლოს  ჯეიმს ფრანკომ მიმართა. მსახიობის თქმით, ქალები, რომლებიც მას უჩივიან მოძრაობას #MeToo შეურაცხყოფენ და ამ ყველაფერს მხოლოდ ყურადღების მიქცევის მიზნით აკეთებენ. 

ფრანკოს იურისტების თქმით, ქალები მედიას, რომელსაც კიდევ ერთი ვარსკვლავის განადგურება სურს, ცრუ ინფორმაციას აწვდიან, ხოლო ფრანკო მოძრაობის #MeToo მხარდამჭერია, რომლის უდანაშაულო მსხვერპლადაც იქცა. 

კომენტარები