ზურაბ ადეიშვილს ტვ იბერიის საქმეზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

YouTube/ ნიკას არხი/Nika's channel

ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ტელეკომპანია იბერიის დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევისთვის საქმეზე 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, მის ყოფილ მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს კი 40 ათასლარიანი ჯარიმა განესაზღვრა.

ადეიშვილს სასამართლომ თავდაპირველად 2 წლიანი პატიმრობა შეუფარდა თუმცა „ამნისტიის შესახებ კანონით” მას სასჯელი შეუმცირდა. ადეიშვილს და ლაცაბიძეს თანამდებობის დაკავება აეკრძალა 2 წლითა და სამი თვით.

გამოძიების ინფორმაციით, 2004 წლის იანვრის თვეში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის" კუთვნილი ტელეკომპანია „იბერია ტვ"-ს სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი. ამ მიზნით, შემუშავებულ იქნა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელებაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ ითავეს.

კომენტარები