Freedom House-ის რეიტინგი

Freedom House: საქართველოს თავისუფლების ინდექსი 2 ქულით გაუარესდა

facebook.com/ArchilTalakvadzeOfficial

Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი მონაცემების მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიგებშია. ამასთან, ქვეყნის თავისუფლების ინდექსი შარშანდელთან შედარებით 2 ქულით გაუარესდა და მაქსიმალური 100 ქულიდან 61 შეადგინა, საიდანც პოლიტიკური უფლებების ნაწილში 40-დან 24 ქულა მიენიჭა, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებების ნაწილში - 60-დან 37. 

2019 წელს Freedom House-ისვე შეფასებით, საქართველოს ინდექსი 63 იყო, საიდანაც პოლიტიკური უფლებების ნაწილში 25 ქულა ჰქონდა, სამოქალაქო თავისუფლების ნაწილში კი - 38. 2018 წელს ეს რიცხვი 64-ს შეადგენდა. ორგანიზაციის შეფასების სისტემის მიხედვით, საქართველოს იგივე ქულა ჰქონდა მინიჭებული 2017 და 2016 წლებშიც.

ანგარიში უფრო ვრცლად უახლოეს ხანებში გავრცელდება. 

კომენტარები