იტალიის ყველა რეგიონში, მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა მარტის შუა რიცხვებამდე შეწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC იტალიურ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩრდილოეთ იტალიაში, სადაც ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მაჩვნებელი ყველაზე მაღალია, 10 დღის წინ, უკვე დაკეტეს საგანმანათლებლო დაწესებულებები.
ამ დროის მონაცემებით, იტალიაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 79 შემთხვევაა გამოვლენილი. ეს ჩინეთისა და ირანის შემდეგ, ვირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულია 2500-ზე მეტი ადამიანი.





