რელიგიური უმცირესობები

პრეზიდენტის მოხსენებაზე პარლამენტში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები არ დაპატიჟეს

პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ყოველწლიურ მოხსენებაზე პარლამენტში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები არ დაპატიჟეს.  

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის მოხსენებაზე დაპატიჟებული არ იყვნენ და "ასეთი პრაქტიკა ბოლო წლებში არ ყოფილა."

როგორც ტაბულას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ უთხრა, მან პარლამენტში მიწვევა მიიღო.

დღეს, 4 მარტს, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა. პრეზიდენტის გამოსვლას ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრო. უმრავლესობის წევრებს ზურაბიშვილისთვის კითხვები არ დაუსვამთ.

კომენტარები