4 მარტს Pornhub-ზე გამოვა პირველი ფილმი რომელიც პორნოს ელემენტებს არ შეიცავს. ფილმის სახელწოდებაა-Shakedown , ხოლო მისი რეჟისორი - ლეილა ვაირნობია.
Shakedown-ის სიუჟეტი ლოს ანჯელესის სტრიპტიზ კლუბებში მომუშავე სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელ რეალურ ადამიანებზე მოგვითხრობს.
Pornhub-ის კრეატიულმა დირექტორმა ალექს კლინმა აღნიშნა, რომ მოცემული ფილმი ხელოვნების სხვადასხვა დარგის მხარდასაჭერი მოძრაობის ნაწილი იქნება.
ფილმში 15 წლის განმავლობაში გადაღებული მასალაა თავმოყრილი. მისი ნახვა Pornhub-ზე მარტის განმავლობაში უფასოდ იქნება შესაძლებელი, შემდეგ კი iTunes-ზეც იქნება ხელმისაწვდომი.