ზურაბიშვილის მოხსენება

კაპანაძე: პრეზიდენტის, ამ ფიგურის, პარლამენტში სიტყვის წაკითხვა არ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად

პირველი არხი

"იმ ფიგურის, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს პრეზიდენტად, მისვლა პარლამენტში და იქ რაღაც სიტყვის წაკითხვა არ მიგვაჩნია მნიშვნელოვან მოვლენად," - ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში მისვლას ტვ პირველის ეთერში აფასებს. კაპანაძის თქმით, ზურაბიშვილი არ მონაწილეობს მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებში და ივანიშვილს არის დამორჩილებული. 

"გამომდინარე იმ ფიგურიდან, რომელიც არის პრეზიდენტი, გამომდინარე იქედან როგორ იქნა არჩეული, როგორ იქცევა, გამომდინარე იქედან, როგორ არ მონაწილეობს მნიშვნელოვან საკითხებში, იმიტომ რომ ივანიშვილი არ ეუბნება და გამომდინარე იქედან, როგორ არის პირდაპირ დამორჩილებული ივანიშვილს. გვახსოვს ბევრი ეპიზოდი, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცხელი ამინდის დროს ის საერთოდ არ მონაწილეობდა არაფერში, ამჯობინებდა, რომ სადღაც ლობიო ეჭამა, თავის სტუმართან ერთად," - ამბობს კაპანაძე. 

დღეს, 4 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით წარდგება. მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში 14:00 საათზე დაიწყება და მას მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები დაესწრებიან, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია. 

კომენტარები