შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 6 მილიონ-ნახევრამდე ლარის ნარკოტიკები გაანადგურა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სისხლის სამართლის 765 საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებული 6 მილიონ-ნახევრამდე ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს.

შსს-ს ცნობით, განადგურებულია უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 291 კილო და 340 გრამი კანაფი, 18 კილო და 364 გრამი მარიხუანა, 290 გრამი ჰეროინი, 981 აბი სუბუტექსი, 630 აბი კოდეინი, 448 აბი და 5,46 გრამი მდმა, 262 კაფსულა და 25 გრამი პრეგაბალინი, 218 აბი და 16 გრამი ტრამადოლი, 133 აბი ამფეტამინი. 5 ამპულა მორფინის ჰიდროქლორიდი, 53 გრამი მეტადონი, 4,5 გრამი მორფინი და 36 გრამი კანაფის ფისი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.

შსს-ს ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. 

კომენტარები