Yandex Taxi

Yandex Taxi მომხმარებლების ინფორმაციის რუსი სამართალდამცველებისთვის მიწოდებას ადასტურებს

Yandex Taxi
rt.com

Yandex Taxi-ს წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ კომპანია მომხმარებლების მგზავრობის შესახებ რუსულ სამართალდამცველ ორგანოებს აწვდიდა ინფორმაციას.

რუსულ მედიას ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ყოფილი პოლიციელის, იგორ ლიახოვცის განცხადებით, გამოცემა "მედუზას" ერთ-ერთი ჟურნალისტის მისამართი და გადაადგილების ისტორია სწორედ Yandex-ისგან მიღებული ინფორმაციით შეიტყო.

Yandex Taxi-ს წარმომადგენელი ნატალია როჟკოვა ამბობს, რომ კომპანიას კანონი ავალდებულებს, სამართალდამცველ ორგანოებს შესაბამისი მოთხოვნის მიღების შემდეგ ინფორმაცია გადასცენ, თანაც ისე, რომ მოთხოვნის დეტალები განმარტებული არ იყოს.

"პრაქტიკიდან ვიცით, რომ ინფორმაციის გადაცემა მნიშვნელოვანია დანაშაულის გამოსაძიებლად და ზოგჯერ სიცოცხლის გადასარჩენადაც კი," - აცხადებს როჟკოვა.

მას არ დაუზუსტებია, მიაწოდა თუ არა კომპანიამ ინფორმაცია სამართალდამცველებს "მედუზას" ჟურნალისტის შემთხვევაში.

კომენტარები