იმნაძე: ვამბობთ, ერთი კოვზი არ გამოიყენო, მე არ შემიძლია შევცვალო რელიგიური რიტუალები

ტვ. პირველი

"ჩვენ რელიგიური რიტუალების წესებს არ ვადგენთ, ჩვენ მოსახლეობას ვაძლევთ რეკომენდაციებს, სულერთია, რა სიტუაციაში უნდა გამოიყენო, ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი კოვზი არ გამოიყენო და ახლა, მე ხომ არ შემიძლია შევცვალო რელიგიური რიტუალები? ეს არის ეკლესიის საქმე. ჩვენი ეკლესია შეხედავს სიტუაციას, როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია", - ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პალიტრანიუსის ეთერში.

საუბარია თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებაზე, რომლემაც თქვა, რომ ერთჯერადი კოვზებით ზიარებას რეკომენდაციას გაუწევდა.

ამავე საკითხზე, დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ უწყება რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს არ გასცემს, თუმცა იძლევა ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ რეკომენდაციებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 29 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს.

ეკლესია ამბობს, რომ კოვზით ზიარების ათასწლოვანი პრაქტიკის განმავლობაში სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა "ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს".

კომენტარები