კორტნი კოქსი

კორტნი კოქსი ახალ კომედიურ ჰორორ სერიალში ითამაშებს

სერიალის Friends მსახიობი, კორტნი კოქსი ეკრანებზე ბრუნდება. ის ახალ კომედიურ ჰორორ სერიალში Shining Vale მთავარ როლს შეასრულებს. 

სიუჟეტის მიხედვით კოქსის პერსონაჟი მწერალია, რომელიც არ უყვარს ქმარს და მოზარდ შვილებთან პრობლემები აქვს. მოსაწყენი ცხოვრებისგან თავის დასაღწევად ის ქალაქგარეთ გადავა საცხოვრებლად, თუმცა ცოტა ხანში აღმოაჩენს, რომ მის ახალ სახლში დემონები ბინადრობენ.

სერიალი არხზე Starz გამოვა. შეგახსენებთ, რომ მალე კოქსი შოუს Friends ახალ ეპიზოდში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები